დღეს წარვადგინე ჩემი პროექტის სასწავლო პროცედურების პრეზენტაცია. ტრენერისგან მივიღე შეფასება და რჩევები; შევქმენით მოსწავლეებისათვის დამხმარე პრეზენტაციის შაბლონი. განვიხილეთ გარდნერის თეორია სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ეფექტური სწავლების საშუალებების შესახებ. განვსაზღვრეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები.
воскресенье, 15 декабря 2013 г.
суббота, 14 декабря 2013 г.
ტრენინგის მე-6 დღე
გავეცანით პოზიტიური შეფასების (უკუკავშირის) რჩევებს და მეთოდებს. ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი მოსწავლის ნაშრომები და გავუკეთეთ კომენტარები.
ასევე დღეს ვისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სასწავლო პროექტის შეფასებისათვის რუბრიკები და ჩეკლისტები. შევიმუშავე პრეზენტაციის შეფასებების რუბრიკა. შეფასების გეგმის ჩეკლისტის მიხედვით თავიდან გავიარეთ ჩვენი სასწავლო პროექტის გეგმა და გავაკეთეთ ჩანიშვნები. ასევე განვიხილეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი და გავაკეთეთ ჩანიშვნები.
ვისწავლე გრაფიკული ობიექტების ჩასმა და დაჯგუფება.
მივიღე რეკომენდაციები პროექტში სასწავლო პროცედურების გრაფის შევსებასთან დაკავშირებით
воскресенье, 8 декабря 2013 г.
ტრენინგის მე -5 დღე
დღეს ვისწავლე სლაიდის სურათზე მინაწერის გაკეთება და ამ მინაწერზე ლინკის დადება. გუგლში სურათის მიხედვით მასალის მოძებნა. შევქმენი პრეზენტაცია - მოსწავლის ნიმუში. ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე დადება.
суббота, 7 декабря 2013 г.
ტრენინგის მე-4 დღე
დღეს განვიხილეთ შეფასების მეთოდები, შეფასების 5 მიზანი, შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, დავწერეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი და შევქმენით სლაიდშოუ :)
воскресенье, 1 декабря 2013 г.
ტრენინგის მე-3 დღე
ტრენინგის მე-2 დღე
დღეს ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტები. პროექტის
შაბლონი შევავსეთ მონაცემებით, შევიტანეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან პროექტის შესაბამისი
მიზანი და სტანდარტი, 21-ე საუკუნის უნარები.
ვიმუშავეთ პროექტის ბუკლეტის შექმნაზე.
воскресенье, 24 ноября 2013 г.
ტრენინგის I დღე
ვისწავლე ვიუვერში მუშაობა, პროექტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მონიშვნა და შენახვა. საქაღალდეების შექმნა, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი და გავეცანი ინტელის რესურსებიდან ერთ -ერთ რესურსს მათემატიკაში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)